C

თა თე თი თო თუ თხ
თირ თიხ

თიხა

დანალექი და ჰიდროთერმულად შეცვლილი ქანი, რომელიც ძირითადად შედგება თიხის მინერალებისაგან. თიხებში რელიქტური და ტერიგენული მინერალების -კვარცი, მინდვრის შპატი, ქარსი და სხვა - ჯამური რაოდენობა არ უნდა აღემატობედეს 30-40%. ძირითადად ცემენტის როლს ასრულებს წმინდადისპერსიული თიხის მინერალები (კაოლინიტი, მონტმორილონიტი, ჰიდროქარსი და სხვა). თიხის მინერალთა დიდი კონცენტრაცია განაპირობებს მის მაღალ ხარისხს. თიხის მინერალოგიური და ფიზიკურ ქიმიური თვისებები (იონთა გაცვლის უნარი, კოლოიდურობა, წყლიანი სუსპენზიების ტიქსოტროპიულობა, პლასტიკურობა, ცეცხლგამძლეობა და სხვა) განსაზრვრავს მის ეფექტურ გამოყენებას კერამიკული, სამსხმელო, ნავთობის, კომბინირებული საკვების წარმოებაში, აგრეთვე ქანდაკების ორიგინალის შესაქმნელად და სხვა.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9