ტენიანი ზომიერი კლიმატის (ეწერწარმოქმნის დროს) პირობებში თიხამინერალების სრული დაშლის პროცესი, რაც გამოიხატება ელევიურ ჰორიზონტში ამორფული სილიციუმმჟავის დაგროვებით, რკინისა და ალუმინის ჟანგების გატანით.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.