C

თა თე თი თო თუ თხ
თუთ

თუთის ჭიჭინობელა

L. (Hishimonus sellatus Uhler.)
თუთის ჭიჭინობელა ძირითადად დასავლეთ საქართველოშია გავრცელებული. ახლადგამოსული იმაგო მწვანეა, შემდეგ მუქდება. თავი რამდენადმე განიერია წინა ზურგზე. სხეულის გასწვრივ დაწყობილ ფრთებს ზედა მხრიდან აქვს რომბისებრი ფორმის მოშავო ლაქა. სხეულის სიგრძე 3,8-4,5 მმ-ია. კვერცხი მოგრძოა და მოთეთრო, 0,8 მმ-მდე ზომის. ახლადგამოჩეკილი მატლის სიგრძე 0,8-1,3 მმ-მდეა, თვალები მუქი წითელია. თუთის ჭიჭინობელა ზამთარს ატარებს კვერცხის ფაზაში. ისინი მოთავსებული არიან ახალგაზრდა ყლორტების პარენქიმაში. გამოზამთრება ხდება მაისის პირველ რიცხვებში. ამ პერიოდში იჩეკებიან მატლები და გადადიან ყლორტის წვეროს ფოთლებზე, სადაც იკვებებიან. მაისის ბოლოს შეინიშნება ნიმფების დაფრთიანება, ივნისში ფრთიანი ფორმების მასობრივი გამოჩენა. ზაფხულსა და შემოდგომას მატლები ახალგაზრდა პერიფერიული ტოტების ფოთლებზე ატარებენ. მავნებელს საქართველოში შეუძლია მოგვცეს დაახლოებით სამი თაობა წელიწადში. თუთის ჭიჭინობელა ძირითადად აზიანებს თუთას, ვარდს, ბადრიჯანსა და ციტრუსოვან კულტურებს. პირდაპირი დაზიანების გარდა, თუთის ჭიჭინობელა 38 არაპირდაპირ ზიანსაც აყენებს სასოფლო-სამეურნეო კულტურებს: იგი გვევლინება ვირუსოვანი დაავადების „ხუჭუჭა წვრილფოთლიანობის“ გამავრცელებლად, რაც თავის მხრივ უარყოფითად მოქმედებს სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ზრდა- განვითარებაზე, მოსა ვლის რაოდენობასა და პროდუქციის ხარისხზე. ამ დაავადებამ საქართველოში დროის მოკლე მონაკვეთში რამდენიმე მილიონი ძირი თუთის ხე გაანადგურა რითაც საფუძველი შეურყია სოფლის მეურნეობის ტრადიციულ შემოსავლიან დარგს - მეაბრეშუმეობას. ბრძოლის ღონისძიებები. გვიან შემოდგომაზე ან ადრე გაზაფხულზე საჭიროა.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9