C

თა თე თი თო თუ თხ
თუთ

თუთის ხის ხუჭუჭა წვრილფოთლიანობა

თუთისთვის ყველაზე საშიში დაავადებაა. საქართველოში იგი აღინიშნა 1969 წელს ჯერ დასავლეთში, შემდეგ აღმოსავლეთშიც, ჯიშ - გრუზიაზე. აავადებს მთელ მცენარეს, დაავადების ნიშნები კი ფოთლებზე და ყლორტებზე ემჩნევა. ჯერ ფოთლები წვრილდება და ფერმკრთალდება, მერე ყვითლდება, მუხლთაშორისებ მოკლდება. ფოთლის ფირფიტა ქოლგისებურად იხრება და ძარღვებს შუა ხუჭუჭდება. ახალგაზრდა მცენარე მალე ხმება, მოზრდილმა ხეებმა შეიძლება დაავადების რამდენიმე წელიც გაუძლოს და გვიან გახმეს. ამ დაავადებას ხშირად თან ერთვის ფესვის სოდამპლე გამოწვეული მანჭკვალა სოკოთი. ხუჭუჭა წვრილფოთლიანობის გამომწვევია ვირუსებთან ახლოს მდგომი მიკროორგანიზმი - მიკოპლაზმა. დაავადება გადადის მწერებით, კერძოდ, ჭიჭინობელებით, რომელთა სხეულშიც გადის ავადმყოფობის საწყისი მომწიფებას.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9