C

თა თე თი თო თუ თხ
თუთ

თუთის ხის სიროკოკუმი

L. (Thyrococcum sirakoffi)
ამ სოკოთი ავადდება კარგად განვითარებული მოზრდილი ხეების 1-5 წლიანი ტოტები. ქერქი თავიდან იჭმუჭნება და რჩება ლაქებად, შემდეგ მთლიანად შემოუვლის ტოტს და ახმობს. ქერქის ქვეშ ჯერ ჩნდება პატარა ძნელად შესამჩნევი ბორცვები, რომლებიც შემდეგ სკდება და შავი ბალიშისებური მეჭეჭები ჩნდება. ქერქი იშლება და მხოლოდ ძაფებივით ბოჭკოები რჩება. მეჭეჭები კრატერისებურ წარმონაქმნებს იძლევიან, რომელთა ცენტრში სოკოს ნაყოფიანობით, ნაპირებზე კი ქერქი აქვს შემოვლებული. სოკოს აქვს კონიდიალური ნაყოფიანობა. კონიდიათმტარებზე სხედან კომბლისებური განივ და გასწვრივ ტიხრანი, მრავალუჯრედიანი კონიდიუმები. აავადებს ლეღვსაც.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9