C

თა თე თი თო თუ თხ
თუთ

თუთის სოკო

L. (Polyporus hispidus)
იგი თუთის ერთ-ერთი უმთავრესი დაავადების გამომწვევია და იწვევს მერქნის დაშლას. მისი ნაყოფსხეულები დიდია, ჩლიქისებრი, მუქი ყავისფერი და რბილი, განვითარებულია ერთეულებად ან ჯგუფურად. აქვს ჩიყვისებრურად წამომართული მილნაირი ყავისფერი ჰიმენოფორი. ხნიერი ნაყოფსხეული შავი ფერისაა გაჭუჭყიანების გამო. ეს სოკო იწვევს ხის გულის სიდამპლეს. იგი პოლიფაგია და აავადებს ტყის ფოთლოვან ჯიშებს, გვხვდება ხეხილზეც. მას დასავლეთ საქართველოში ზოგან ყველის დედად ხმარობენ.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9