ბუგრები წუწნიან მცენარის შაქროვან წვენებს, რაც იწვევს ენერგიის გამოფიტვას და საკვები მარაგის შემცირებას. ბუგრების ძლიერ შემოტევასთან დაკავშირებულ მეორად პრობლემას წარმოადგენს. სიშავის გამომწვევი სოკოები. ეს ობი სოკოა; იგი იზრდება ცვარტკბილზე, რომელიც ფოთლის ზედაპირზე რჩება ბუგრების კვების შედეგად. ობი ამცირებს ფოთლის ფოტოსინთეზის პოტენციალს. ამასთან, სასიამოვნოა არაა მუშაობა ბაღში, სადაც ფოთლები დაფარულია წებოვანი ცვარტკბილით. თხილის ბუგრი იზამთრებს კვერცხის სახით მცენარის შტამბზე ან ტოტებზე. კვერცხები გამოჩეკას იწყებენ მარტის დასაწყისში, რომელიც გრძელდება 3-4 კვირის განმავლობაში. ახალგაზრდა ბუგრი ოთხჯერ იცვლის კანს და ზრდას ამთავრებს. ამის შემდეგ სქესობრივი გამრავლების გარეშე ახალგაზრდა ბუგრებს წარმოქმნის. ზაფხულის განმავლობაში ბუგრების 10 თაობა მაინც წარმოიშობა. პოპულაციები ბუნებრივად მცირდებიან ზაფხულის პაპანაქებაში. ზაფხულის მიწურულს წარმოიშობა ფრთიანი ფორმები, რომლებიც დებენ უკვე სქესობრივად განაყოფიერებულ კვერცხებს, რაზედაც შემდეგ იზამთრებენ. თხილის ბუგრის პარაზიტია ტრიოხუს პალიადის, მათ არსებობას ჩვეულებრივ თან სდევს თხილის ბუგრების რაოდენობის შემცირება.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.