C

თა თე თი თო თუ თხ
თხი

თხილის ნაცარი

L. (Phyllactinia corylae (Pers.)P. Karst.)
ფართოდ ვრცელდება დასავლეთ საქართველოს ტენიან-სუბტროპიკულ რაიონებში. ნაცრით ავადდება თხილის როგორც კულტურული, ისე ველური ჯიშების ფოთლები, ყლორტები და ზოგჯერ ნაყოფიც. დაავადებული ფოთლის ქვედა მხარეზე პირველად ჩნდება მოყვითალო, შემდეგ მოშაო სხეულები, ფოთოლი ქვედა მხრიდან იფარება ნაცრისფერი ფიფქით, შემდეგ ზედა მხრიდანაც. ფოთოლი ყვითლდება და შემდეგ ცვივა. დაავადებული ყლორტის მუხლთშორისი შემოკლებულია და მისი წვეროები ხმება. ნაცრით დაავადებულ ნაყოფს ქეჩისმაგვარი ფიფქი ფარავს. ავადმყოფობის გავრცელებას ხელს უწყობს ხშირი წვიმები, როდესაც წვიმიანი და უნალექო დღეები ხშირად ცვლიან ერთმანეთს. სოკო ზამთრობს ჩამოცვენილ ფოთლებში. დაავადების გამოჩენა იწყება გაზაფხულზე.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9