მავნებელი გავრცელებულია ყველგან, სადაც კი თხილის კულტურა გვხვდება. მავნებელი ზამთარს მატლის ფაზაში ატარებს თხილის ტოტებსა და ერთწლიან ნაზარდებზე. გაზაფხულზე დაიჭუპრებს, მაის ივნისში ზრდასრული ხარაბუზები გამოფრინდებიან. ზრდასრული მდედრი ხოჭოები ღრღნიან თხილის ტოტების კანს და იქ ათავსებენ კვერცხებს. გამოჩეკილი მატლები ყლორტების გულით იკვებებიან. შიგ აკეთებენ ხვრელებს, მეორე წელს ორ და სამწლიან ტოტებზე გადადიან და იქ იკვებებიან. მატლები იქვე რჩებიან გამოსაზამთრებლად. მატლს აქვს ორწლიანი გენერაცია. მატლებით დაზიანებული ტოტები ადვილად ზიანდება ქარით და საბოლოოდ ხმება.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.