L. (Lopholeucaspis japonica Ckll) ამ ფარიანას იმაგო და მატლი წუწნით აზიანებენ მთელი რიგი სუბტროპიკული მცენარეების მიწისზედა ყველა ორგანოს, განსაკუთრებით კი გამერქნიანებულ ნაწილებს. მისი მავნეობა საკმაოდ დიდია ბათუმის, ქობულეთის, ფოთის, ზუგდიდის, სოხუმის და სხვა რაიონებში. ზამთრობს მეორე ხნოვანების მატლის სახით, რომელიც გაზაფხულზე ამთავრებს ზრდა-განვითარებას და იწყებს კცერცხისდებას. კვერცხის დება და მატლების გამოჩეკა გაჭიანერებულია და გეძელდება თითქმის ორი თვე. მავნებელი წელიწადში ორ თაობას იძლევა: მაის-ივნისში პირველს, ივლის-აგვისტოში მეორეს.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.