L. (Ceroplastes japonicus Green.) საქართველოში იაპონური ცვილისებური ცრუფარიანა გავრცელებულია დასავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით ზღვისპირა რაიონებში, ასევე სამეგრელოსა და გურიაში. უკანასკნელ წლებში მავნებელი დაფიქსირდა კახეთშიც. დედალი ცრუფარიანას სხეული ოვალურია, მუცლის მხარე ჩაზნექილი აქვს, ზურგის მხარე კი - ამობურცული. ფეხები კარგადაა განვითარებული. თვალები - გამობერილი. აქვს ექვსნაწევრიანი ულვაშები. საქართველოში იაპონური ცვილისებრი ცრუფარიანა ზამთარს იმაგოს ფაზაში ატარებს, საკმაო გამძლეობით გამოირჩევა ყინვების მიმართ: -8-90 ტემპერატურა თითქმის არ ამცირებს მის რიცხოვნობას. -120 C ტემპერატურაზე (ოთხსაათიანი ექსპოზიციის შემთხვევაში) ამ ცრუფარიანას მოზამთრე იმაგო მხოლოდ 33%-ით მცირდება. მავნებლის 37 ყინვაგამძლეობა მიუთითებს იმაზე, რომ მას აღმოსავლეთ საქართველოს მთელ რიგ რაიონებშიც შეუფერხებლად შეუძლია გავრცელება. გამოზამთრებული ცრუფარიანა საჭიროებს დამატებით კვებას. სქესობრივი მომწიფების შემდეგ, როცა დღეღამური საშუალო ტემპერატურა 180-ზე ზევით აიწევს, მავნებელი იწყებს კვერცხის დებას. ეს პროცესი იწყება მაისის შუა რიცხვებიდან და ერთ თვეზე მეტ ხანს გრძელდება. საქართველოს შავი ზღვის სანაპიროებზე შექმნილი ხელსაყრელი პირობები მავნებელს საშუალებას აძლევს, დადოს დაახლოებით 1000 და მეტი კვერცხი. იაპონური ცვილისებრი ცრუფარიანას ემბრი ონული განვითარება ერთ თვეს გრძელდება და იძლევა ერთ გენერაციას წელიწადში. ცრუფარიანა 120-მდე სახეობის მცენარეს უზიანებს ფოთლებსა და ღეროებს, რის შედეგადაც მცენარე სუსტდება, რიგ შემთხვევაში კი - მთლიანად ხმება. პირდაპირ მავნეობასთან ერთად, საკმაოდ დიდია მწერის მიერ გამოწვეული არაპირდაპირი ზიანი. ცრუფარიანას მიერ გამოყოფილ ექსკრემენტებზე სახლდება საპროფიტული სოკო კაპნოდიუმი, რომლის შავი ფერის მიცელიუმი, ფარავს რა ფოთლის ზედაპირს, ანელებს ასიმილაციისა და დისიმილაციის პროცესებს მცენარეში, რაც თავის მხრივ, უარყოფითად მოქმედებს მცენარის განვითარებაზე, პროდუქციის ხარისხსა და მოსავლის რაოდენობაზე. მავნებელი განსაკუთრებით ძლიერ აზიანებს დაფნას თუთას, ჩაის, ციტრუსებს, მსხალს, დეკორატიულ მცენარეულობას და სხვა.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.