ილუვიური-აკუმულაციური (B) - გამკვრივებული და მძიმე მექანიკური შედგენილობის ჰორიზონტი, მდებარეობს პროფილის შუა ნაწილში, ჰუმუსოვანი ან ელუვიური ჰორიზონტის ქვეშ. ილუვიურ-თიხიანი (B₁)- გამკვრივებული და მძიმე მექანიკური შედგენილობის ჰორიზონტი. მდებარეობს ჰუმუსოვანი ან ელუვიურ ჰორიზონტების ქვეშ, პროფილის შუა ნაწილში და ხასიათდება თიხის დაგროვებით. ილუვიურ-ჰუმუსიანი (B₁)-ჰუმუსის აკუმულაციის ჰორიზონტი, მუქი ყავიფერი ან მოყვითალო-ყავისფერი შეფერილობის, მდებარეობს პროფილის შუა ნაწილში. ჰუმუსოვანი ან ელუვიურ ჰორიზონტის ქვეშ; ილუვიურ თიხიანი (B₁)-გამკვრივებული და მძიმე მექანიკური შედგენილობის ჰორიზონტი, მდებარეობს ჰუმუსოვანი ან ელუვიური ჰორიზონტების ქვეშ. პროფილის შუა ნაწილში და ხასიათდება თიხის დაგროვებით. ილუვიურ-ჰუმუსიანი (B₁)-ჰუმუსის აკუმულაციის ჰორიზონტი, მუქი ყავისფერი ან მოწითალო-ყავისფერი შეფერილობის, მდებარეობს პროფილის შუა ნაწილში. ილუვიურ-რკინიანი (B₁)-მდებარეობს ელუვიური ჰორიზონტის ქვეშ, პროფილის შუა ნაწილში, ხასიათდება რკინის დაგროვებით. ილუვიურ-ალუმინ-რკინა-ჰუმუსიანი - (B₁)- მდებარეობს ელუვიური ჰორიზონტის ქვეშ, პროფილის შუა ნაწილში, ხასიათდება ჰუმუსის და ერთნახევარი ჟანგების დაგროვებით. ბიცობიანი (Bɴa) – ძლიერ გამკვრივებული და მძიმე მექანიკური შედგენილობის ჰორიზონტი პროფილის შუა ნაწილში, მდებარეობს ელუვიური ან ჰუმუსიან-ელუვიური ჰორიზონტის ქვეშ, ხასიათდება პრიზმული სტრუქტურით და მშთანთქავ კომპლექსში გაცვლითი ნატრიუმის მნიშვნელოვანი რაოდენობის შემცველობით: ქვესახნავი (Bp) - ჰორიზონტი ფორმირებულია უშუალოდ სახნავი ჰორიზონტის ქვეშ, ხანგრძლივად დამუშავებულ ნიადაგებში, ხასიათდება გამკვრივებით და მძიმე მექანიკური შედგენილობით.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.