L. (Adelphocoris linelatus Goeze) იგი შენიშნულია როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში, მაგრამ მისი სამეურნეო მნიშვნელობა უფრო დიდია ქართლისათვის, სადაც იგი ყველა საკვებ ბალახებზე საკმაო რაოდენობით გვხვდება. ბაღლინჯოს მკვებავი მცენარეებია იონჯა, ესპარცეტი, სამყურა, ძიძო და მრავალი სხვა. ზრდასრული მავნებლის სხეულის სიგრძე 9 მმ-ს შეადგენს. იგი მუქი ფერის, ან მომწვანო-მოყვითალოა. თავი სამკუთხა ფორმისაა. ფეხები მუქი ყვითელია, ბარძაყებზე აქვს მუქი ფერის ლაქები. ზიანი. მავნებლის მატლი იკვებება მუხუდოს ყვავილებით, ნასკვებით და ღეროებით. მავნებლის მიერ დაზიანებულ მცენარეების კოკრები და ნასკვები ჭკნება და ცვივა. ძლიერი დაზიანების შემთხვევაში შესაძლოა სრულად დაჭკნეს მცენარის მიწისზედა ნაწილი.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.