L. (Phytonomus variabilis Hbs) ზრდასრული მავნებლის სხეულის სიგრძე 4-6 მმ-ს შეადგენს. იგი მონაცრისფრო-მოყვითალო შეფერილობისაა. მატლის სიგრძე 8 მმ-მდეა. იგი მწვანეა, ზურგზე აქვს ღია შეფერილობის სიგრძივი ზოლი. თავი მუქი შეფერილობისაა, სხეული კი ზედა მხრიდან დაფარულია ქინძისთავისებრი ჯაგრით. ზიანი. მავნებლის მატლების კვების შედეგად მუხუდოს ნასკვები ჭკნება და ცვივა. მატლები ასევე ანადგურებენ ფოთლებს და ყვავილების ყუნწებს. ხოჭოები კი აზიანებენ ფოთლებს და ღეროებს.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.