L. (Chloridea dipsacea L.) მავნებლის პეპელას სიგრძე გაშლილი ფრთებით 35 მმ-მდეა. ზედა ფრთები მოყვითალო-მწვანე შეფერილობისაა, შუაში კი გარდიგარდმო შავი ფერის ზოლი მავნებლის ზრდასრული მატლის სხეულის სიგრძე დაახლოებით 40 მმ-ს შეადგენს. მისი სხეული მოყვითალო-მწვანე ფერისაა, ზედა მხრიდან სხეულს აქვს მოშავო-ყვითელი და თეთრი ფერის ზოლები. მავნებლის მატლები აზიანებენ მუხუდოს ფოთლებს – ახალგაზრდა ასაკის მატლები იკვებებიან ფოთლების ძარღვებს შორის არსებული ქსოვილებით, ხოლო უფროსი ხნოვანების მატლები კი სრულად ანადგურებენ ფოთოლს. მავნეობის პერიოდი - გაზაფხული, ზაფხული.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.