მოვლენა, რომლის დროს ნიადაგური ზონები საკმაოდ მაღლაა აწეული ან შებრუნებულადაა წარმოდგენილი, ე.ი. ირღვევა კლიმატური და ლანშაფტური ზონების ნორმალური ურთიერთგანლაგება. ამ დროს უფრო მაღალი მთიანი ზონა აღმოჩნდება ტიპური დაბალმთიანი ზონის ქვევით (მაგ,. ტყე-ველის ზონა შესაბამისი ნიადაგებით ახალციხის ქვაბულში საკმაოდ მაღლაა აწეული ჩვეულებრივთან შედარებით, სამხრეთ მთიანეთში მთა-ტყეთა ნიადაგების ზემოთ შავმიწებია წარმოდგენილი).
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.