L. (Phassus schamul ChR.) ეს მავნებელი დასავლეთ კავკასიის ენდემურ სახეობად ითვლება. იგი გავრცელებულია აფხაზეთში, აჭარაში, სამეგრელოში, იმერეთსა და ლეჩხუმში. კერობრივად აზიანებს ცოლიკაურს, ოჯალეშს, ციცქას, ალადასტურს და სხვა. მავნებლის მატლები განსაკუთრებით ძლიერ აზიანებენ თიხნარ ნიადაგში გაშენებულ ვენახებს. ნიადაგის ტენიანობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მავნებლის განვითარებისათვის. მშრალ ნიადაგში იგი იღუპება. აქედან გამომდინარე, წმინდადხვევიას არეალიც შეზღუდულია.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.