C

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კად კავ კაი კაკ კალ კამ კან კაო კაპ კარ კატ

კაკლის დიდი ბუგრი

L. (Callaphis juglandis Goeze)
გავრცელება აღინიშნება, როგორც სადედეში ასევე სანერგეში. აზიანებს კაკლის ხის ფოთლებს მწვანე ყლორტებს და ზოგჯერ წენგოსაც. ბუგრის სანერგეში გავრცელებისას ფერხდება კაკლის ნერგების განვითარება. დაზიანებული ფოთლები უხეშდება, იწყებს ხმობას და ნაადრევად ცვენას. ბუგრი მრავლდება პართენოგენეზურად. სიცოცხლეში შობს 40-დან 60-მდე მატლს და წლის განმავლობაში იძლევა 10-12 თაობას. ზამთრობს განაყოფიერებული კვერცხის სახით ტოტების ქერქის ნაოჭებში და ნაპრალებში.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9