C

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კად კავ კაი კაკ კალ კამ კან კაო კაპ კარ კატ

კაკლის ფოთლების მურა ლაქიანობა

L. (Marssonina juglandis)
მისი გავრცელება აღინიშნა, როგორც სადედეში ისე სანერგეში. მურა ლაქიანობის გამომწვევი სოკო აავადებს კაკლის ყველა მწვანე ორგანოს: ფოთლებს, ახალგაზრდა ყლორტებს და ჯერ კიდევ შემოუსვლელ ნაყოფებს. დაავადების პირველი ნიშნების გამოჩენა აღნიშნა მაისის ბოლოს-ივნისის დასაწყისში წვრილი მომრგვალო-მონაცრისფრო ლაქების სახით, მურა ფერის არშიით. დაავადებული ფოთლები ხმება და ნაადრევად ცვივა, ზოგჯერ კი გამხმარი რჩება ხეზე გაზაფხულამდე. ყლორტებზე ლაქები მოგრძო ყავისფერია, ძლიერი დაზიანების შემთხვევაში ყლორტი გახმობას იწყებს და ხე მთლიანად შიშვლდება. დაავადება განსაკუთრებით საშიშია სადედედში. დაავადებული კალმები სამყნობად უვარგისია. დაავადება ნაყოფზე ყუნწიდან ანუ წენგოს ზედაპირიდან იწყება. ადრე სტადიაში დაავადებული ნაყოფი აღარ ვითარდება, განიცდის დეფორმაციას და ცვივა ან ხეზე დიდხანს გვიან შემოდგომამდე, ხშირად გაზაფხულამდეც კი რჩება.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9