C

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კად კავ კაი კაკ კალ კამ კან კაო კაპ კარ კატ

კალციტი

კარბონატის კლასის მინერალი; ქიმიური შედგენილობა CaCO₃ მინარევები: Mg, Fe, Mn (8%-მდე) და სხვა. კრისტალდება ტრიგონურ სინგონიაში. კრისტალები რომბოედრული, სკალენოედრული, ფირფიტისებრი აქვს. გვხვდება მკვრივი, მარცვლოვანი, მიწისებრი მასების, აგრეთვე ნაღვენთი წარმონაქმნების (სტალაქტიტი, სტალაგმიტი) სახით. სრული ტკეჩადობა აქვს სამი მიმართულებით. ხშირად -მრჩობლები. უფეროა ან თეთრი, ზოგჯერ მინარევებით შეფერილი. კალციტის კრისტალებს ახასიათებს ძლიერი ორმაგი სხივთტეხა. სიმაგრე მინერალოგიური სკალით 3; სიმკვრივე 2720-2800 კგ/მ³. კალციტი წარმოიქმნება ჰიდროთერმულ, ზოგჯერ მაგმურ პირობებში. დიდი რაოდენობით ილექება ზღვის აუზში. კირიანი ცხელი წყაროებიდან გამოილექება ტრავერტინის სახით. კალციტი ძირითადი შემადგენელი ნაწილია კირქვების, მარმარილოსი და სხვა. კალციტი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მინერალია დედამიწის ქერქში.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9