თიხის წარმოქმნის პროცესი; ვხვდებით ტენიან და ცხელი ჰავის პირობებეში, სადაც ინტენსიურია ქანების ქიმიური გამოფიტვა. არჩევენ სინთეზურს და დეგრადაციულს. პირველს განაპირობებს სილიკატების დაშლის პროდუქტების სინთეზი, მაგ., ალოფანის კრისტალიზაცია. ალოფანი-იმოგოლიტი-გალუაზიტი-კაოლინიტი დამახასიათებელია ცხელი ჰუმუდური კლიმატის ნიადაგებისათვის; მეორე - დეგრადირებული დაკავშირებულია სმექტიტების მიერ ერთი ტეტრაედრული სართულების ფენების შორის შუალედის დაკარგვასთან. პროცესი მიმდინარეობს მჟავე ნიადაგების ზედა ჰორიზონტებში (წითელმიწები, ლატერიტები).
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.