მეორეული თიხოვანი მინერალი. წარმოიქმნება მინდვრის შპატების, ქარსების და სხვა მინერალების გამოფიტვის შედეგად; მტკიცე შრეობრივი კრისტალური მესერი ახასიათებს, რის გამოც მასში წყალი ძნელად აღწევს და თქვირების დაბალ უნარს განაპირობებს. გვხვდება ტენიან ტროპიკულ და სუბტროპიკული ზონის ნიადაგებში - ლატერიტებსა და წითელმიწებში.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.