ნახშირმჟავა მარილების მინერალები. უწყლო კარბონატებია: კალციტი - CaCO₃ , როდიქსიზიტი - MnCO₃, დოლომიტი - CaMg(CO₃ )₂, სიდერიტი - FeCO₃, როდოქსიზიტი - MnCO₃, სმიტსონიტი - ZnCO₃, არაგონიტი - CaCO₃, ვიტერიტი - BaCO₃, სტრინციანიტი - SrCO₃, ცერუსიტი - PICO₃ , წყლიანი კარბონატი: მალაქიტი - Cu₂ (CO₃ )(OH)₂, აზურიტი - Cu₃ (CO₃ )₂ (OH)₂ ; წარმოქმნის მიხედვით კარბონატი შეიძლება იყოს პირველადი - ქანისეული (ნიადაგის სახელწოდებაში ვხმარობთ ტერმინს „ნარჩენ-კარბონატული“) ან მეორეული - ნიადაგური ახალწარმონაქმნები, ახალწარმონაქმნ კარბონატებს შორის განსხვავდება: 1.კონკრეცია - კარბონატობის წარმონაქმნები, რომლებიც ავსებენ ფორებს და სიცარიელებს. ფორმის მიხედვით გვხვდება: ა, „კირის თვალი“ - სუსტად შეცემენტებული წარმონაქმნი; გამოიყოფა ჭრილის კედელზე მკვეთრად შემოფარგლული ოვალური თეთრი ლაქების სახით; ბ. „ჟურავჩიკები“ - მკვრივი, მყარი კონკროციები, ზოგჯერ - ფუყე; 2. გაჟღენთილი - კარბონატობის წვრილკრისტალური გამონაყოფი, რომელიც თანაბრად ან ლაქების სახით ჟღენთს ნიადაგის მასა. ასხვავებენ ფხვიერ გაჟღენთვას, როცა კარბონატები ფქვილისებრია, და მკვრივი, როცა შეცემენტებული ნიადაგური მასალაა; 3. ჩენჩო - ქვებზე ან კენჭებზე შემოკრული თხელი კირიანი ფენა; 4. ცრუმიცელიუმი - მიკროკრისტალური კარბონატების გამონაყოფები ძაფისებრი ან წვრილი მიცელების სახით; 5. „ჭაღარა“ - სტრუქტურულ ერთეულებზე წვრილკრისტალური კარბონატების სუსტი ნაფრქვევი. გამოფიტვის პროცესში კირქვებში, მერგელებში და სხვა ქანებში შემავალ კალციტებს (CaCO₃ ) და მაგნეზიის (MnCO₃) სახით შემავალი კარბონატები იხსნება და გამოირეცხება. СaCO₃ გადადის ბიკარბონატებში - Ca(HCO₃ )₂, რომელიც მეტი ხსნადობით გამირჩევა, ვიდრე კარბონატები და ამ სახით ირეცხება.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.