L. (Rhizoctonia solani Kuhn) დაავადება საქართველოში ფართოდაა გავრცელებული და აავადებს ახალგაზრდა ტუბერებსა და აღმონაცენებს. ტუბერის ზედაპირზე დაავადებს შავ დაფანტულ ხავერდოვან ლაქებს აჩენს. განსაკუთრებულ ტუბერებს ის სერიოზულ ზიანს ვერ აყენებს. სოკოს წვრილი სკლეროციუმები, რომლებიც ბადესავით შემოევლება ახალგაზრდა აღმონაცენს, მის გადატეხას იწვევს, ახალგაზრდა ტუბერის დაავადების დროს მასში სახამებელი ვერ გროვდება, წყალ-წყალაა და იმდენად შრება, რომ ტუბერიდან მხოლოდ ქერქი რჩება.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.