L. (Ditylenchus destructor Thorne) ეს ნემატოდა საქართველოში, განსაკუთრებით მეკარტოფილეობის რაიონებში ფართიდაა გავრცელებული (ქვემო ქართლი, მესხეთ-ჯავახეთი). ის ძალიან აზიანებს კარტოფილის საადრეო ჯიშებს; მინდორში ანადგურებს ფოთლებს, ღეროს და ტუბერებს. ნემატოდა ღეროდან და ფოთლებიდან გადადის ტუბერებზე, იჭრება კანის ქვეშ და შიგნით იკვებება, რის შედეგად კანი უფერულდება და ნაცრის ფერს იღებს. ნემატოდა ტუბერებით ვრცელდება , ნიადაგში მას 2-3 წლის განმავლობაში შეუძლია სიცოცხლის უნარის შენარჩუნება და წელიწადში რამდენიმე თაობას იძლევა.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.