(Phyto phthora infestans (M) De Bary)
ეს დაავადება საქართველოში ფართოდაა გავრცელებული, განსაკუთრებით ზიანი მას ისეთ ადგილებში მოაქვს, სადაც წლის მეორე ნახევარში უხვი ნალექები მოდის. აავადებს ფოთლებს, ღეროს და ტუბერებს. ამ უკანასკნელის წარმოქმნის პერიოდში მოსავალი საგრძნობლად მცირდება. დაავადების პირველი ნიშნები კარტოფილის ბუჩქზე ჩნდება ქვედა ფოთლებზე მონაცრისფერო ლაქის სახით. დაზიანებული ფოთლის ქვედა მხარეზე საღ და დაავადებულ ნაწილს შორის წარმოიქმნება თეთრი ფერის ფიფქები. ნორმალური ტემპერატურისა და მაღალი ნალექების პირობებში დაავადება ძალზე სწრაფად ვრცელდება და 7-10 დღეში ანადგურებს კარტოფილის ნათესებს. მწვანე მასიდან დაავადება გადადის ტუბერებზე. სადაც მაგარ ნაცრისფერ ლაქას აჩენს. ტუბერების ძლიერი დაზიანება ხდება კარტოფილის აღების პერიოდში, განსაკუთრებით იმ ტუბერების, რომლებიც ჯერ კიდევ მოუმწიფებელია ან მექანიკურად დაზიანებული. ფოტოფტორით დაზიანებულ ტუბერებზე 2-3 კვირის შემდეგ ჩნდება დაავადების სიმპტომები. საცავებში მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ტემპერატურა. 3-40 C დროს დააცადება ნაკლებად გამოვლინდება, ამიტიმ ტუბერები უფრო აქ ზიანდება, სადაც ტემპერატურე მაღალია. ჩვეულებრივ, ფიტოფტორით დაზიანებულ ტუბერებზე სახლდებიან საპროფიტული სოკოები, რომლებიც მთლიანად ანადგურებენ ტუბერებს.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.