ჟანგეულთა კლასის მინერალი. არსებობს ორი კრისტალური მოდიფიკაციის კვარცი: ჰექსაგონური კვარცი (a-კვარცი), რომელიც მდგრადია 1 ატმ. წნევისას 870-573 °C ტემპერატურულ ინტერვალში, და ტრიგონური კვარცი (ანუ b-კვარცი), რომელიც მდგრადია 573°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე. ბუნებაში გავრცელებულია b-კვარცი. კვარცის კრისტალებს, ჩვეულებრივ, პრიზმული იერი აქვს, იშვიათად -ბიპირამიდული. კვარცის კრისტალების, მარცვლებისა და აგრეგატების ფერი მეტად ცვალებადია. ჩვეულებრივ, უფერო და გამჭვირვალე, თეთრი ან ნაცრისფერია. კრისტალების ფერის მიხედვით კვარცს სხვადასხვა სახელი აქვს: უფეროსა და გამჭირვალეს ჰქვია - მთისბროლი, იისფერს - ამეთვისტო, ბოლის ფერს -რაუხტოპაზი, შავს - მორიონი, ყვითელს - ციტრინი.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.