C

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კვა კვე კვი

კვარციტი

მეტამორფული ქანი, რომელიც შედგება კვარცის უწვრილესი მარცვლებისაგან. მაგარი და მტკიცე ქანია; თეთრი, რუხი, ან მოწითალო ფერისაა. წარმოიქმნება რეგიონული მეტამორფიზმის დროს კვარციანი ქვიშაქვების გადაკრისტალების შედეგად. დიდი რაოდენობით შეიცავს SiO₂-ს (95-99%). ცეცხლგამძლეობა - 1710-1770°С-მდე. დამახასიათებელია მექანიკური სიმტკიცე. კვარციტს უწოდებენ მასიურ კვარციან ქვიშაქვებსაც და ზოგჯერ გამოფიტვის ქერქში მეტასომატურად წარმოქმნილ კვარციან მარცვლოვან ქანებსაც (ჰიპერგენული კვარციტი). განარჩევენ აგრეთვე მჟავე და საშუალო ეფუზიური ქანებისა და მათი ტუფების, იშვიათად მჟავე ინტრუზიული ქანების, ჰიდროთერმულ-მეტასომატური გზით გარდაქმნის შედეგად წარმოქმნილ მეორეულ კვარციტებს. კვარციტი კარგი სამშენებლო და მჟავაგამძლე მასალაა, იყენებენ ნედლეულად ცეცხლგამძლე აგურისა და მინის წარმოებაში, აგრეთვე მეტალურგიაში. დასამუშავებლად რთული ქანია.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9