კვების არე - ერთი მცენარისათვის განკუთვნილი ნიადაგის გარკვეული სიდიდის ფართი (სმ², მ² და სხვა), რომელიც დამოკიდებულია კულტურაზე, ჯიშზე, გარემო პირობებზე, ნიადაგის ტიპზე, მოვლა-დამუშავების (ხელით, მექანიკური, ავტომატიზირებული) სისტემებზე და სხვა.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.