C

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კვა კვე კვი

კვირტის ტკიპა

L. (PHYTOPTUS AVELLANAE)
თხილის კულტურის ერთ-ერთი უმთავრესი მავნებელია, გავრცელებულია როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში; აზიანებს როგორც საყვავილე, ისე საფოთლე კვირტებს, ახალგაშლილ ფოთლებს. დაზიანებული კვირტები დეფორმირდება, წითლდება და ცვივა ან ზედვე ჭკნება. განსაკუთრებით აზიანებს ჯიშებს: ანაკლიურს, ხაჭაპურას, გულშიშველას და ნემსას. ზამთრობს ზრდა დასრულებულ ფაზაში სანაყოფე და საფოთლე კვირტებში-უმთავრესად სანაყოფე კვირტებში. ტკიპა კვერცხის დებას იწყებს ყვავილობისას კვირტებში, მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში, განიცდის მიგრაციას, ტოვებს გამხმარ კვირტებს და გადადის ფოთლებზე, სახლდება მთავარი ძარღვის გასწვრივ, ფოთოლცვენის დამთავრებამდე კვლავ გადადის კვირტებში.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9