C

აბ აგ ად აე ავ აზ აკ ალ ამ ან აო აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აყ აჩ აც ახ
აკა აკლ აკრ აკუ

აკაციის ცრუფარიანა

L. Parthenolecanium corni bouche
ცრუფარიანა აზიანებს მრავალ მცენარეს, როგორც ხე ბუჩქოვან, ისე ბალახოვანსაც, გვხვედება თხილზეც. მასობრივი გამრავლებისა და ხეზე გავრცელებისას აღინიშნება მცენარის ზრდა-განვითარების შეფერხება, ტოტების ხმობა. თხილის ერთ-ერთი ძირითადი მავნებელია, სახლდებიან ტოტებზე ჯგუფებად ან ერთეულის სახით. იზამთრებს ტოტებზე, მატლები გაზაფხულზე დებენ კვერცხებს. ზაფხულში გამოდიან მატლები, რომლებიც იწყებენ ფოთლების წუწნას, შემოდგომით გადადიან ტოტებზე და იზამთრებენ. ცრუფარიანას ცხოველმოქმედების შედეგად აღინიშნება ტკბილი გამონაყოფი ფოთლებსა და ტოტებზე, რაზეც სახლდებიან სიშავის გამომწვევი სოკოები კაპნოდიუმის გვარიდან, რომლებიც ფოთლის საასიმილაციო ფართობს ამცირებენ, შედეგად ფერხდება ფოტოსინთეზის პროცესი, დაზიანებული მცენარე სუსტდება და მცირე მოსავალს იძლევა.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9