C

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კვა კვე კვი

კვირტის ფოთლიხვევია

L. (Spiilonota ocellana D&S)
ეს მავნებელი მეხილეობის ყველა რაიონშია გავრცელებული, განსაკუთრებით მასობრივად - ქართლისა და სამაჩაბლოს ბაღებში; იკვებება მრავალი კულტურული მცენარით და ხეხილს მნიშვნელოვან ზიანს აყენებენ ყოველწლიურად. ფოთლიხვევია აზიანებს კვირტებს, კოკრებს, ფოთლებსა და ნაყოფს. გაზაფხულზე მატლი ვაშლის კვირტებსა და კოკრებს აზიანებენ, ხოლო გაზაფხულზე - ნაყოფს. გაზაფხულზე მეზამთრეობიდან გამოსული მატლები კვირტებში ძვრებიან. აბამენ აბლაბუდის ქსელს და მთლიანად ღრღნიან მათ შიგთავსს, რის შედეგად კვირტები ჭკნება. მატლები აბლაბუდით მკვრივათ აწებებენ ყლორტის წვეროს ფოთლებს და აფერხებენ მის განვითარებას. ზაფხულის თაობის მატლები უკვე ფოთლებით და ნაყოფით იკვევებიან, რისთვისაც აბლაბუდის ძაფით ერთმანეთზე ამაგრებენ ორი ფოთლის ფირფიტას, მათ შორის ქსოვენ მილაკს და შიგ ძვრებიან. მატლი ფოთოლს აზიანებს სკელეტიზაციის სახით, ნაყოფების ზედაოირზე კი ამოჭამს 0,5 მმ სიღრმის ორმოს. ეს მწერი წელიწადში რამოდენიმე თაობას იძლევა.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9