L. (Strawberry Bud Weevil (Anthonomus signatus) კვირტის ცხვირგრძელა არის პატარა, გრძელცხვირა ხოჭო, დაახლოებით 2.5 მმ სიგრძის, სხვადასხვა ფერის მკრთალი წითლიდან თითქმის შავ შეფერილობამდე, მუქი ლაქით 118 თითოეული ფრთის საფარის უშუალოდ ქვემოთ. მარწყვის ზრდასრული კვირტის ცხვირგრძელა ხოჭო კვირტის ცხვირგრძელას ზრდასრული ხოჭოები იკვებებიან თითქმის ზრდასრული ყვავილების მტვრით. ამის შემდეგ ეხვევიან გარს ყვავილების კვირტს, ხელს უშლიან მის გახსნას და ჭრიან. მოგვიანებით, ზრდასრული კვირტის ცხვირგრძელა დებს კვერცხს ყვავილების შიგნით. მატლები იკვებებიან დაზიანებული კვირტის შიგნით 3-4 კვირის განმავლობაში; ზაფხულის შუა პერიოდში გამოდის ზრდასრული მწერების ახალი თაობა. კვირტის ცხვირგრძელა ხოჭო გვხვდება უშუალოდ აყვავილებამდე და აყვავილების პერიოდში. მათი უმრავლესობა მარწყვის ნაკვეთზე ხვდება მოსაზღვრე ტყეებიდან.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.