ეს არის წყლული ანუ იარა, რომლის ცენტრი ჩაღრმავებულია, ნაპირები კი ამოწეული. იგი შეიძლება იყოს პარაზიტული, ღია ანუ მზარდი და არაპარაზიტული, დახურული ანუ კლებადი, პირველს იწვევენ პარაზიტები, როცა ჭრილობა თანდათან იზრდება, გარს შემოუვლის ღეროს და ახმობს. მეორე შემთხვევაში კი (მაგალითად სეტყვით და ზონებისას) ჭრილობა ვიწროვდება, პირს იკრავს და მცენარე გადარჩება.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.