დაავადების პირველი სიმპტომები ჩნდება ახალგაზრდა ფოთლებზე. ჩნდება ღია მწვანე ან მოყვითალო ფერის ლაქები. დროთა განმავლობაში ლაქების რიცხვი მატულობს და ხშირად მთლიანად იკავებს ფირფიტის ზედაპირს, სადაც ამავე დროს ხდება მწვანე მეჭეჭების ფორმირება. საბოლოოდ ფოთოლი განიცდის დეფორმაციას, ხდება ქლოროზული, უჩნდება ნეკროტული ლაქები და ხმება. დაავადებული მცენარე ზრდაში ჩამორჩება, მოკლდება მუხლთაშორის მანძილი.ნაყოფები ჯერ ღია-მწვანე ფერისაა, შემდეგ ყვითლდება, დეფორმირებულია, მეჭეჭებიანი და ზომაში შემცირებული. თუ მცენარის დაავადება ხდება ვეგეტაციის მეორე ნახევარში, ამ დროს შესაძლოა არ შეინიშნებოდეს ზრდაში შეფერხება მაგრამ ნაყოფები განვითარდება დეფორმირებული.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.