C

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კიბ კილ კირ კიტ

კიტრის ნაცარი

ფართოდ გავრცელებული დაავადებაა. დაავადების გარეგნულ ნიშანს წარმოადგენს თეთრი ფიფქი, რომელიც მცენარის სხვადასხვა ორგანოზე გვხვდება. დაავადების დასაწყისში ფოთლის ზედაპირზე წარმოიქმნება ცალკეული ლაქები, შემდგომ ლაქები იზრდება და მთელ მცენარეზე ვრცელდება. ნაცარი ფოთლებზე ჯერ მცირედ, ხოლო შემდეგ ძალიან სწრაფად ვრცელდება და თანდათან მცენარის ხმობას და ფოთლების დაკარგვას იწვევს. ფოთლების დაკარგვა აჩერებს ნაყოფის მომწიფებას და ჩამოყალიბების პროცესს, რასაც შედეგად ნაყოფის შეფერილობის შეცვლა და გემოს ვარგისიანობის დაკარგვა მოსდევს.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9