გულისხმობს ატმოსფეროს ქვედა ფენების, ასევე, მათთან დაკავშირებული წყლის ფენებისა და მიწის ზედაპირის გასაშუალოებულ მდგომარეობას. კლიმატზე მსჯელობისას სარგებლობენ ისეთი პარამეტრებით, როგორიცაა: საშუალო წლიური ტემპერატურა, ნალექების წლიური რაოდენობა, ტემპერატურის წლიური მაქსიმუმი/მინიმუმი და სხვა. ამგვარად, კლიმატი ამინდის მდგომარეობის ამსახველი გასაშუალოებული მაჩვენებელია დროის შედარებით ხანგრძლივ პერიოდში.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.