L. (Antho nomus pomorum L.) ეს მავნებელი საქართველოში ყველგანაა გავრცე ლებული, მაგრამ ყველაზე უარყოფითად ქართლსა და მესხეთში მოქმედებს. ის ვაშლის მსხლის და სხვა კულტურების კვირტებსა და კოკრებს აზიანებს. ზოგიერთ წელს მათი დაზიანება 60 – 70% - ს აღწევს, ზოგჯერ სრულ მოუსავლიანობას იწვევს. მატლები გვირგვინის ფურცლებს ერთიმეორეს აწებებენ და ანადგურებენ ბუტკოს და მტვრიანებს. ხოჭო ზამთრობს ღეროსა და ტოტების ნაპრალებში, ჩამოცვენილი ფოთლებისა და ქერქის ქვეშ, აგრეთვე ნიადაგის ზედა ფენაში, ფესვის ყველთან მავნებელი მეზამთრეობიდან გამოდის გაზაფხულზე, როდესაც ტემპერატურა 6⁰C ასცილდება. ხოჭოების ინტენსიური კვება იწყება 10⁰C ტემპერატურის ზევით, ხოლო კვერცხიდება კოკრების განცალკევებისა. თითო კოკორში თითო კვერცხი იდება, მდედრი ხოჭო 60 – 85 კვერვხს დებს. ზრდასრული მატლი აპრილის ბოლოს ან მაისის დასაწყისში იჭუპრებს იქვე ყვავილი იქვე ყვავილში. მაისის მეორე დეკადაში ხოჭოები გამოდიან ბუნებაში, ცოტა ხნით ფოთლით იკვებებიან, შემდეგ გადადიან დიაპაზაში და ასე რჩებიან შემოდგომაზე. სექტემბრის ბოლოს ისინი გადადიან მეზამთრეობაში. კოკრის ჭამია ცხვირგრძელა წელიწადში იძლევა ერთ თაობას.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.