C

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კოა კოკ კოლ კომ კონ კოპ კოჟ კორ კოქ

კომბოსტოს ხვატარი

L. (Mamestra brassica L)
აზიანებს კომბოსტოს, რაფსს, ჭარხალს, სალათას, ბოლოკს, ხახვს, ცერცევს, ლობიოს, სოიოს, კარტოფილს, პომიდორს, სიმინდს და სხვა. ის კომბოსტოს განსაკუთრებით დიდ ზიანს აყენებს მაშინ, როდესაც კომბოსტოს თავი აქვს დახვეული. მოძრაობს რა სხვადასხვა მიმართულებით კომბოსტოს თავში, მატლი აჩენს ხვრელებს, რომლებიც მისივე ექსკრემენტებით და წყლითაა ამოვსებული. ამ ადგილებში სოკოები იჭრებიან და კომბოსტო ლპება.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9