ქიმიური ნივთიერება, რომლის ყველა სახის გამოყენება, ერთი ან რამდენიმე კატეგორიის ფარგლებში, აკრძალულია საბოლოო სარეგლამენტაციო გადაწყვეტილებით, საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის მიზნით. ეს მოიცავს ქიმიურ ნივთიერებებს, რომელთა პირველ გამოყენებაზეც ითქვა უარი ან რომლებიც ამოღებულ იქნა მრეწველობიდან, რომელთა გაყიდვა ქვეყნის შიგნით აიკრძალა ან რომელთა მოცემულ ქვეყანაში გაყიდვაზე თანხმობის გაცემის პროცესი შეწყდა, ამასთან არსებობს იმის უტყუარი დადასტურება, რომ ეს ზომები მიღებულ იქნა ადამიანის ჯანმრთელობის ან გარემოს დაცვის მიზნით;
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.