C

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კოა კოკ კოლ კომ კონ კოპ კოჟ კორ კოქ

კომბოსტოს ბაქტერიოზი

L. (Erwinia carotovora (Jones) bergry et al.)
აავადებს, როგორც თავიან, ისე ყვავილოვან კომბოსტოს. პირველ რიგში ავადდება ჩითილი. რომლის ლებნებსა და პირველად ფოთლებზე ვითარდება სველი ლაქები. ასეთი ფოთლები ყვითლდება და ხმება. ხშირია ჩითილების მთლიანად დაღუპვაც. ავადმყოფობა ზრდასრულ მცენარეებზე ვითარდება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კომბოსტოს თავები დახვევას, შეკვრას იწყაბს. ამ შემთხვევაში გარეთ ფოთლები მურა ფერს იღებს, ლორწოვანდება და სისველეს ფამოყოფს, რის გამოც ბაქტერიოზს სველ სიდამპლესაც უწოდებენ. ხშირად ბაქტერიები კომბოსტოს თავის ცენტრამდე აღწევს და ალპობენ მას. თუ მოსავლის აღების დროს ბაქტერიოზით დააცადებული კომბოსტო შეჰყვა შესანახად, მაშინ დაავადება სწრაფად ვრცელდება და საღ კომბოსტოზეც გადადის. ხელსაყრელ პირობებში ყვავილოვანი კომბოსტოს ყვავილედები ადვილად ავადდებიან, იშლებიან და კარგავენ სასაქონლო ღირებულებას.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9