L. (Brevicoryne brassicae L) აზიანებს რაფს, მდოგვს, თვის ბოლოკს, განსაკუთრებით ძლიერად - კომბოსტოს. ფოთლებიდან წუწნის წვენს, რის გამოც ნაწუწნ ადგილებში მურა ფერის ლაქები ჩნდება. აღსანიშნავია, რომ ბუგრები გამოყოფენ თხევად, წებოვან ექსკრემენტებს, რომლებითაც კომბოსტოს თავი ისვრება და უარესდება მისი ხარისხი.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.