საქართველოში კომბოსტოს თეთრულა ფართოდაა გავრცელებული და განსაკუთრებული მავნებობით გამოირჩევა. პეპელა დიდი ზომისაა, გაშლილი ფრთების ჩათვლით სიგრძეში 60 მმ-ს აღწევს. დედალი მამალზე დიდია. პეპელას ულვაშები გრძელი და ქინძისთავისებრი აქვს, ხოლო ფრთები-თეთრი. საქართველოში იგი თითქმის ყველგანაა გავრცელებული. მის მიერ მიყენებული ზიანი ძალიან დიდია. ზრდა სრული მატლები რბილობს და მესამე და მეორე რიგის ძარღვებს ანადგურებენ, რის გამოც კომბოსტო ვეღარ იზრდება. დაუზიანებელი რჩება მარტო ღერო და ისიც იღუპება.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.