L. (Plasmodiophora brassicae Woron.) სოკოვანი დაავადებაა. დაზიანებულ მცენარეს ფესვის ყელთან საკმაოდ დიდი კორძები უვითარდება, რაც მცენარის ზრდას აჩერებს და მცენარეს აყვითლებს. კომბოსტოს ნაზი ფესვები აღარ უვითარდება, რის გამოც ნიადაგიდან ადვილად ითხრება-იგლიჯება. მცენარის დაავადება ფესვიდან იწყება, რადგან სოკოს სპორები მასში ფესვის საწოვრების დწით იჭრება. უჯრედში შეჭრილი ზოოსპორა თანდათან იზრდებადა პლაზმოდიუმს ქმნის. კომბოსტოს კილა უკეთესად ვითარდება მჟავე ნიადაგებზე გადარგულ მცენარეებზე.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.