L. (Phoma lingam (Tode ex Fr.) Desm) კომბოსტოს ჩითილებსა და ახალ ნარგავებზე მურა ფერის სხვადასხვა ზომის ლაქა ვითარდება, რომელიც თანდათან მუქდება, შრება და ზედაპირზე ჯგუფად აჩენს ამობურცულ შავ წერტილებს - პიკნიდიუმებს. ავადმყოფი მცენარე ზრდაში ჩამორჩება. ფესვის ყელთან ან გვერდითი ფესვების ფუძესთან ჩნდება მოყვითალ-მონაცრისფერო ჩაზნექილი ლაქები, ცენტრში შავი წერტილებით ანუ პიკნიდიუმებით. დაზიანებული ფესვის ყელის ტოტები იშლება, შრება, ფუტუროვდება, რის შედეგად მცენარე იღუპება.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.