L. (Peronospora brassicae Gaun.) კომბოსტოს ჭრაქი ჯვაროსანთა ყველა წარმომადგენელს ავაადებს, თუმცა ყველაზე მეტად ის კომბოსტოს აზიანებს. ჭრაქი აავადებს როგორც ჩითილებს, ისე ზრდასრულ მცენარეებს. ჩითილის ან ახლადგადარგული მვენარის ფოთლებზე მკრთალი მოყვითალო ლაქები ჩნდება, რომლებიც ქვედა მხრიდან კარგად შესამჩნევი მოთეთრო-მოყავისფრო ფიფქით არის დაფარული. იგივე სიმპტომები გვხვდება ღეროზე, ყვავილედზე, ყვავილებზე. ღეროდან ავადმყოფობა თანდათან წვეროსკენ ვრცელდება და საბოლოოდ ყვავილედს ახმობს.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.