C

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კოა კოკ კოლ კომ კონ კოპ კოჟ კორ კოქ

კონგლომერატი

(შეჯგუფებული, შემჭიდროებული) — დანალექი ქანი, რომელიც წარმოადგენს შეცემენტებულ ქვარგვალებს. ქვარგვალის სიდიდე, ჩვეულებრივ 1-10 სმ-ია. შედგენილობით კონგლომერატი შეიძლება იყოს ერთგვაროვანი (მონომიქტური) და არაერთგვაროვანი (პოლიმიქტური). კონგლომერატის ცემენტს წარმოადგენს რკინის ჟანგეულები, კარბონატები, თიხოვანი მასა, იშვიათად სილიციუმის ორჟანგი. გეოლოგიურ ჭრილში კონგლომერატიანი შრეების არსებობა უფრო ძველი ქანების გაძლიერებული გადარეცხვის მაჩვე¬ნებელია. ნატეხი მასალის დაგროვების მიხედვით განარჩევენ: ზღვიურ, ალუვიურ, პროლუვიურ და ტბიურ კონგლომერატებს. ხანდახან კონგლომერატი (როგორც წესი ცემენტში) შეიცავს სასარგებლო წიაღისეულებს.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9