ალუვიური ნიადაგების ჯგუფი, რომლებიც ვითარდებიან მდინარის ნაპირებიდან გადმოსული წყლებით ხანმოკლე დატენიანების პირობებში; გრუნტის წყალი ღრმად მდებარეობს და კაპილარული არშია ნიადაგური პროფილის ქვევითაა, ამიტომ ნიადაგის ზედა ჰორიზონტებში ბიოლოგიური აკუმულაცია ძირითადად ნიადაგის შემცველი ნივთიერებების ხარჯზე მიმდინარეობს. მდინარის მიერ მოტანილი მასალა ხასიათდება მსუბუქი მექანიკური შემადგენლობით; ღარიბია ორგანული ნივთიერებით და ფუძეებით.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.