სუსტად დიფერენცირებული AC ან ABC პროფილის ნიადაგი, რომელსაც ზედაპირზე აქვს კორდიანი ჰორიზონტი; ფორმირებულია დატენიანების ავტომორფულ პირობებში. ტერმინი იხმარება აგრეთვე ბორეული სარტყლის კარგად დრენირებულ ლითოგენური ნიადაგებისათვის, რომლებიც ბუჩქნარ-ბალახიანი საფარის მქონე წიწვიანი ან ფოთლოვანი ტყეების ქვეშაა ფორმირებული. ძირითადი ქანების ელუვის შემადგენლობა-თვისებები ხელს უშლის გაეწრების პროცესის განვითარებას. ამ ნიადაგების ჯგუფების, ტიპებისა და ქვეტიპების აღსანიშნავად იხმარება ტერმინები: კორდიან უხეშჰუმუსიანი, კ. მჟავე, კ. მცირე ჰუმუსიანი, კ.მაძღარი, კ.გაეწრებული და სხვ.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.