C

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კოა კოკ კოლ კომ კონ კოპ კოჟ კორ კოქ

კორდიან-კარბონატული ნიადაგი

კორდიან - კარბონატული ნიადაგებისათვის დამახასიათებელია კარგად გამოხატული ჰუმოსოვანი ჰორიზონტი და გაცვლის მაღალი ტევადობა. კორდიან - კარბონატული ნიადაგები ხასიათდებიან ნეიტრა ლური ან სუსტად ტუტე რეაქციით, თიხაან თიხნარი მექანიკური შედგენილობით, რკინის სილიკატური ფორმების სიჭარბით. აღსანიშნავია, რომ დაკრისტალებული რკინის შემცველობა აჭარბებს ამორფულ რკინას. ჰუმუსის შემცველობა ზომიერია ან მცირე. ნიადაგები ღრმად ჰუმუსირებულია, ჰუმუსის ტიპი ჰუმატურია. კარბონატების შემცველობა დიდ ფარგლებში (20 51%) მერყეობს. შთანთქმის კომპლექსი მაძღარია ფუძეებით. თიხამინერალებში ჭარბობს მონტმორილონიტი და ჰიდროქარსები. კორდიან - კარბო ნატული ნიადაგების ძირითადი ელემენტარული ნიადაგწარმომქმნელი პროცესებია: ჰუმუსსიალიტიზაცია, ჰუმუსწარმოქმნა და გასტრუქტურება. კორდიან - კარბონატული ნიადაგების საეთო ფართობი საქართველოში შეადგენს 4,5% (317 200 ჰა). ეს ნიადაგები გავრცელებულია დასავლეთ საქართველოში-აფხაზეთში, სამე გრელოში, რაჭა-ლეჩხუმსა და ზემო იმერეთში, აგრეთვე აღმოსავლეთ საქართველოში - მთიულეთში, სამაჩაბლოში, კახეთსა და ქართლში. კორდიან - კარბონატული ნიადაგების გავრცელება ემთხვევა კირქვებსა და მერგელების არეალს. ისინი ძირითადად ფორმირდებიან ტყის ზონაში ოსეთ ქანებზე, რომლებიც დიდი რაოდენობით შეიცავენ კალციუმის კარბონატებს (კირქვები, დოლომიტები, მერგელები და სხვ.) და ხასიათდებიან ჩამრეცხი ან პერიოდულად ჩამრეცხი ტენის რეჟიმით. კორდიან კარბონატული ნიადაგები, მთა-ტყის სარტყლის გარდა, გავრცელებულია ტანიან და მშრალ სუბტროპიკულ ზონაში, მაღალმთიანეთში. კორდიან - კარბონატული ნიადაგების არეალში რელიეფი ეროზიული ტიპისაა და წარმოდგენილია დენუდაციური, დენუდაციური-აკუმულაციური და დენუდაციურ-მერწყრული ფორმებით. ნიადაგწარმომქმნელი ქანები წარმოდგენილია კარბონატული ქანებით (კირქვები, მერგელები, დოლომიტები). კლიმატი ზომიერად თბილია. ყველაზე ცივი თვის - იანვრის ტემპერატურა შეადგენს -1, -4⁰ C; ყველაზე თბილი თვისა - ივლისის -18-20⁰ C. აქტიურ ტემპერატურათა ჯამი აღწევს 2000- 3500⁰C, ნალექების რაოდენობა -1400 – 1600 მმ. ბუნებრივი მცენარეულობა წარმოდგენილია მუხნარ-რცხილნარი ტყეებით, ბალახების ფართო მონაწილეობით. ათვისებული ფარ თობები გამოყენებულია ვენახის, ხეხილის, მათ შორის სუბტრო პიკული ხეხილის, დაფნისა და სხვა მრავალწლოვანებისათვის. ნიადაგურ პროფილს აქვს შემდეგი შენება: A – AB – CD. A - მუქი რუხი შეფერილობის, ზოგჯერ ყავისფერი ჰუმუსოვანი ჰორიზონტი სიმძლავრით 1-3 სმ, მარცვლოვანი ან კოშტოვან - მარცვლოვანი. AB - მუქი ყომრალი შექერილობის გარდამავალი ჰორიზონტი სიმძლავრით 10 – 20 სმ, კოშტოვან კაკლოვანი. CD - ქანისკენ გარდამავალი ჰორიზონტი სიმძლავრით 20- 30 სმ, კოშტოვან-დაკუთხული. კორდიან - კარბონატული ნიადაგები განსხვავდებიან ყომრალისაგან მუქი შეფერილობით, ფუძეებით მაღალი მაძღრობით, ტუტე რეაქციით, სუსტად გამოხატული გათიხებით, კარბონატების შემცველობით. კორდიან - კარბონატული ნიადაგები ეწერებისაგან განსხვავდებიან გაეწე რებული ჰორიზონტის უქონლობით, ტუტე რეაქციით, ძირითადი ჟანგეულების მეტ-ნაკლები თანაბარი განაწილებით, ჰუმუსის ჰუმატური ტიპით, კარბონატების შემცველობით. კორდიან - კარბონატული ნიადაგები აერთიანებენ სამ ქვეტიპს: ტიპურს, გამოტუტულს და წითელი ფერის („tetta rossa”). ტ ი პ უ რ კ ო რ დ ი ა ნ - კ ა რ ბ ო ნ ა ტ უ ლ ი ნიადაგებში კარბონატები აღინიშნებიან ზედაპირიდან ან ჰუმუსოვან ჰორიზონტში. ეს ნიადაგები გამოირჩევიან კორდიან-კარბონატული ნიადაგებისათვის დამახასიათებელი თვისებებით. ისინი ვითარდებიან ჯომრალი ნიადაგების არეალში ისეთ ქანებზე, რომლებიც დიდი რაოდენობით შეიცავენ კალციუმის კარბონატებს. პროფილი სუსტადაა განვითარებული, დიდი რაოდენობით შეიცავენ ხირხატს, ჰუმუსის შემცველობა ზომიერია, შთანთქმის ტევადობა მაღალი. ჰუმუსოვანი რეაქცია არის ნეიტრალური. გ ა მ ო ტ უ ტ უ ლ კ ო რ დ ი ა ნ - კარბონატულ ნიადაგებში კარბონატები აღინიშნება ილუვიურ ჰორიზონტში. ეს ნიდაგები ვითარდებიან კარბონატულ ქანების შედარებით მძლავრ ელუვიონ-დელუვიონზე. პროფილი საკმაოდ სქელია, ჰუმუსოვანი ჰორიზონტის სისქე 20 – 30 სმ აღწევს. ილუვიური ჰორიზონტი მომკვრივოა, ხშირად გათიხებული. წ ი თ ე ლ ი ფ ე რ ი ს კ ო რ დ ი ა ნ - კ ა რ ბ ო ნ ა ტ უ ლ ი ნიადაგები ვითარდებიან მკვრივ კირქვებსა და მერგელებზე. ეს ნიადაგები ხასიათდებიან სხვადასხვა სიმძლავრით, კარბონატულობით ან გამოტუტვით, წითელი შეფერილობით, სუსტად მჟავე ან ნეიტრალური რეაქციით. კორდიან - კარბონატული ნიადაგებში გამოყოფენ შემდეგ გვარებს: კირქვიანი, თიხიან - მერგელური კ ი რ ქ ვ ი ა ნ ი - ფორმირდებიან კირქვებზე, განსხვავდებიან პროფილის მცირე სიმძლავრით, მნიშვნელოვანი ხირხიატონობით, მაღალი შთანთქმის ტევადობით, ჰუმუსის საშუალო და მაღალი შემცველობით. თ ი ხ ი ა ნ - მ ე რ გ ე ლ უ რ ი - ვითარდებიან მერგელებზე, კარბონატულ ქვიშნარებზე ან თიხებზე. განსხვავდებიან უხირხატობით, მძლავრი პროფილით, ჰუმუსისა და კარბონატობის ნაკლები შემცველობით. კორდიან - კარბონატული ნიადაგები იყოფიან სახეობებად ჰუმუსოვანი ჰორიზონტის სიმძლავრის მიხედვით: მცირე სიმძლავრის (15 სმ). კორდიან - კარბონატული ნიადაგები მიეკუთვნებიან ნიადაგის რესურსების მსოფლიო მონაცემთა ბაზის ლეპტოსოლების ჯგუფს. ნიადაგების პროფილში გამოვლენილია დიაგნოსტიკური კვალიფიკატორი რენძიკი.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9